ყველა სპორტული სიახლე

ქართველი ფეხბურთელები ევროპა ლიგის პირველ ტურში

14 სექტემბერს უეფას ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

სოლომონ კვერკველიას "ლოკომოტივი" პირველ ტურში სტუმრად "კოპენჰაგენს" დაუზავდა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. ქარველი ცენტრალური მცველი ძირითად სემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა. F ჯგუფში მეორე მატჩი "ზლინსა" და "შერიფს" შორის ასევე ფრედ 0:0 დასრულდა და ოთხივე გუნდს თითო-თითო ქულა აქვს.

H ჯგუფში ვაკო გვილიას "ბატე" "ცვერნა ზვეზდას" ესტუმრა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი ევროპა ლიგის პირველი ტურის მატჩში განაცხადში არ იმყოფებოდა. გვილიას გუნდის ჯგუფში კი "არსენალი" კალიდერდა, რომელმაც "კიოლნს" შინ 3:1 სძლია.

გურამ კაშიას "ვიტესი" კი შენ "ლაციოსთან" დამარცხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა, თუმცა ქართველმა მცველმა 2:3 წააგო. "ლაციოსთან" შეხვედრაში "ვიტესის" ქართველი კაპიტანი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა. K ჯგუფის მეორე სეხვედრაში კი "ნიცამ" "ზულტეს" დიდი ანგარიშით 1:5 სძლია.

ჯაბა ჯღაურის "ვარდარი" შინ "ზენიტთან" დიდი ანგარიშით 0:5 დამარცხდა. ჯიღაურმა შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 57-ე წუთზე ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. ამავე ჯგუფში კი "სოსიედადმა" "როსენბორგს" 4:0 სძლია.

ვილიარეალი 3 - 1 ასტანა
სლავია  1 - 0 მაკაბი
კიევის დინამო 3 - 1 სკენტერბრუ
იანგ ბოისი 1 - 1 პარტიზანი
ვენის ავსტრია 1 - 5 მილანი
რიეკა 1 - 2 აეკი
ატალანტა 3 - 0 ევერტონი
აპოლონი 1 - 1 ლიონი
ჰოფენჰაიმი 1 - 2 ბრაგა
ბეშიქთაში 0 - 0 ლუდოგორეცი
ზლინი 0 - 0 შერიფი
კოპენჰაგენი 0 - 0 მოსკოვის ლოკომოტივი
ბერ-შევა 2 - 1 ლუგანო
FCSB 3 - 0 ვიქტორია პლჟენი
ზორია 0 - 2 ოსტერზუნდსი
ჰერტა 0 - 0 ატლეტიკი
ცვერნა ზვეზრა 1 - 1 ბატე
მარსელი 1 - 0 კონიასპორი
ვიტორია გუიმარაესი 1 - 1 ზალცბურგი
ზულტე 1 - 5 ნიცა
ვიტესი 2 - 3 ლაციო
ვარდარი 0 - 5 ზენიტი
სოსიედადი 4 - 0 როსენბორგი
არსენალი 3 - 1 კიოლნი

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, ევროტურნირები, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ