ყველა სპორტული სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 სექტემბერს საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირზე ჩაერთო.

ძირითადი ბადის პირველ ტურში ბასილაშვილმა ფრანგ ვინსენტ მილოტთან სამ სეტში 2:6; 7:6(7:5), 6:4 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. 

მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 23-ე პოზიციაზე იმყოფება, ტურნირზე კი მეოთხე ნომრად არის განთესილი.

ქართველ და ლუქსემბურგელ ჩოგბურთელებს შორის შეხვედრა 20 სექტემბერსაა ჩანიშნული.

ცნობისთვის, მიულერი და ბასილაშვილი პირველად ერთმანეთს სწორედ მეცის ტურნირზე 2016 წელს შეხვდნენ, სადაც ლუქსემბურგელმა ორ სეტში 6:4; 6:2 იმარჯვა, ხოლო 2017 წელს დედოფლის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი 6:4; 6:7(15:17); 6:4 დამარცხდა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ