ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით განაგრძობს.

ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრის მერვედფინალში ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს მარტივად ორ სეტში 6:4; 6:4 სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მიულერი მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ნომრად იყო განთესილი. აქამდე კი ბასილაშვილი ლუქსემბურგელ მეტოქეს ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

მომდევნო ტურში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე უზბეკ დენის ისტომინსა და გერმანელ იანიკ მადენს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვადასხვა, ჩოგბურთი, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ