ყველა სპორტული სიახლე

ლისზე ვეტერან სპორტსმენთა შორის ნახევარმარათონი გაიმართება

23 სექტემბერს 10:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება ნახევარმარათონი 21 კმ-იან დისტანციაზე 35 და უფროსი ასაკის ვეტერან სპორტსმენებს შორის.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის".  ნახევარმარათონი ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და საქართველოს ვეტერან მარათონელთა ასოციაციის თანაორგანიზებით.

ღონისძიების მიზანია ვეტერანი მორბენლების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა.

მარათონის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს სპორტკომპლექსში "არენა 1" პრესკონფერენცია და მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს და მარათონის მონაწილეებს ფედერაცია სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ტატიშვილი შეხვდნენ.

ნახევარმარათონში მონაწილეობას 50-მდე მონაწილე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გარბენზე დარეგისტრირდნენ ესტონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც.

სპორტსმენთა მაჩვენებლებს გერმანული ელექტრონული სისტემა Datacapo დააფიქსირებს. გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

მამაკაცები

I კატეგორია: 35-დან 45 წლამდე
II კატეგორია: 45-დან 60 წლამდე
III კატეგორია: 60-75+

ქალები

35+

ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან მარათონის აბსოლუტური გამრჯვებულები.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, მარათონი

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ