ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალშია

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირზე წარმატების ასპარეზობას განაგრძობს.

მეცის ტურნირის მეოთხედფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა უზბეკ დენის ისტომინს მარტივად ორ სეტში 7:5; 6:3 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე 28 წლის ფრანგი ბენუა პერი იქნება, რომელიც მიმდინარე ტურნირზე მეშვიდე განთესვითაა, მსოფლიო რეიტინგში კი 41-ე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგ ვინსენტ მილოტს სამ სეტში 2:6; 7:6(7:5), 6:4 სძლია, ხოლო მერვედფინალში ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი ორ სეტში 6:4; 6:4 დაამარხა.



სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ