ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთში მიმდინარე მეცის ტურნირზე ასპარეზობა ნახევარფინალში დაასრულა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალური შეხვედრა ფრანგ ბენუა პერისთან ორ სეტში 1:6; 6:7(5:7) დათმო და ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშა.

მიუხედავად მარცხისა ბასილაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე 58 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში სავარაუდოდ ხუთი პოზიციით დაწინაურდება. ამჟამად ქართველი ჩოგბურთელი 64-ეა, ხოლო 25 სექტემბერს მისი სავარაუდო პოზიცია ATP-ის განახლებულ რეიტინგში 59-ე იქნება.

ცნობისთვის, 25 სექტემბრიდან საქართველოს პირველი ჩოგანი ჩინეთში ჩენდუს ტურნირის ძირითად ბადეში ჩაერთვება. პირველ წრეში მისი მეტოქე კი სერბი ვიქტორ ტროიცკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილია, რომელიც მიმდინარე წლის 19 ივნისს დააფიქსირა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ