ყველა სპორტული სიახლე

სასტუმრო ბილტმორში მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის ფინალური სერია მიმდინარეობს

სასტუმრო "ბილტმორში" მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალური დაპირისპირება მიმდინარეობს, სადაც ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგის მე-2 ნომერი ლევონ არონიანი (სომხეთი) და მე-11 დინ ლიჟენი (ჩინეთი) ხვდებიან. 

იხილეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საიტი

პირველი და მეორე პარტიების შემდეგ ანგარიშია საყაიმოა, 1:1. მესამე და მეოთხე პარტიები 25 და 26 სექტემბერს 15:00 საათზე გაიმართება, ფინალური მატჩი 4 კლასიკური პარტიისგან შედგება და ფრედ დასრულების შემთხვევაში, ჩემპიონს ტაი-ბრეიქი გამოავლენს. საჭიროების შემთხვევაში, ტაი-ბრეიქი თბილისში, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. დარბაზში, სადაც 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს. 

23 სექტემბერს, ფინალური რაუნდის პირველი შეხვედრის საწყისი სვლა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა გააკეთა. მატჩს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ვროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი ისრაელ გელფერი, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

"დარწმუნებული ვარ ფინალი ძალიან საინტერესო და უშეღავათო იქნება, რადგან ძალიან საინტერესო მოჭადრაკეები გავიდნენ. ვიმედოვნებ, რომ ეს გენერალური რეპეტიცია გახდება წინაპირობა იმისა, რომ მომავალ წელს ოლიმპიადას საქართველომ მაღალ დონეზე უმასპინძლოს" - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის მსოფლიო თასის ფინალში გამარჯვებული მოჭადრაკე 120 ათასი დოლარით დაჯილდოვდება, დამარცხებული კი 80 ათას დოლარს მიიღებს.

ფოტო: www.gcf.org
სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ჭადრაკი

არქივის კალენდარი

2023 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ