ყველა სპორტული სიახლე

საბურთალო უეფას ახალგაზრდული ლიგის პირველი მატჩისთვის ემზადება

"საბურთალო 2" ქალაქ ბურსაში ჩავიდა და უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე მოკლე ვარჯიში გამართა.

რევაზ გოცირიძემ და გიორგი გეგუჩაძემ შეგირდები მსუბუქად დატვირთეს, ვარჯიშმა სულ 45 წუთს გასტანა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს "ტიმშან არენაზე" "ბურსასა" და "საბურთალოს" მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას "საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდი 18 ოქტომბერს გამართავს. თურქული კლუბის ძლევის შემთხვევაში, "საბურთალოს" ახალგაზრდული გუნდი მეორე წრეში "ბორდაკსა" და "მაკაბი ჰაიფას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე წრის მატჩები კი 1-22 ნოემბერს გაიმართება. ორივე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი გუნდები უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში ითამაშებენ, რომელიც 2018 წლის 6/7 თებერვალს დაიწყება.









ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ