ყველა სპორტული სიახლე

ერნან კრესპო: "სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა საოცარი ემოცია გვაჩვენა" (ვიდეო)

29 სექტემბერს დინამო არენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის ორგანიზებით ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა მიიღეს.

მატჩი ლეგენდრულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ერნან კრესპომ ჟურნალისტებთან შეაფასა. კრესპოს თქმით დინამო არენაზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა.

ერნან კრესპო: "ეს ძალიან კარგი ღონისძიება იყო, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ იმიტომ, რომ თანაგუნდელები ვნახეთ და ამავდროულად ეს საქველმოქმედო მატჩია და ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოვიდა.

დინამო არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი შესანიშნავი იყო, მათ საოცარი ემოცია გვაჩვენეს და ჩვენ ამას ვგრძნობდით. მინდა, რომ ყველას მადლობა გაავუხადო.

საქართველოში პირველად ვარ, ჩემი პირველი შთაბეჭდილება კი შესანიშნავია".

მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის - დინამო არენამ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა 

ფეხბურთი, საქართველო, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ