ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ჩინეთის პირველობას კირიოსთან დაპირისპირდებით დაიწყებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 3 ოქტომბრიდან პეკინში, ჩინეთის პირველობაზე ჩაერთვება.

ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ წრეში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი იქნება, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მერვე ნომრადაა განთესილი. 22 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი ამჟამად რეიტინგში მე-20 ადგილს იკავებს. მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი კი მე-13 პოზიციაა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ბასილაშვილი და კირიოსი არცერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს.

მატჩი ქართელ და ავსტრალიელ ჩოგბურთელებს შორის 3 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ