ყველა სპორტული სიახლე

ჭაბუკ ძალოსანთა ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში 23-30 სექტემბერს გამართულ ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა: 15-წლამდელებში კონტინენტის ჩემპიონები გურამ გიორბელიძე (62კგ) და ლაშა თაქთაქიშვილი (94კგ) გახდნენ.

გიორბელიძემ ევროპის ჩემპიონის ტიტული 244კგ-ით მოიგო. მან ატაცში 108კგ-იანი შტანგა დაძლია და ამ მოძრაობაში მეორე შედეგი დააფიქსირა, აკვრაში კი 136კგ-ით პირველი იყო. საგულისხმოა, რომ ატაცში ოქროსმედალოსანმა თურქმა თურან გუნგორმა ასევე 108კგ დაძლია. გიორბელიძეს მცირე ვერცხლი მხოლოდ იმიტომ გადაეცა, რომ წონა თურქის შემდეგ დაიმორჩილა. ორჭიდის ჯამში ქართველმა 9კგ-ით აჯობა მეორე ადგილზე გასულ კიდევ ერთ თურქ კონკურენტს დოგან დონენს.

94კგ წონაში ლაშა თაქთაქიშვილმა ორივე მოძრაობაში პირველი ადგილი დაიკავა: ატაცში 117კგ-ით, აკვრაში კი 145კგ-ით. ორჭიდის ჯამში ლაშამ 262 კგ-ით იპირველა. გიორბელიძის დარად, მანაც თურქ კონკურენტს აჯობა - მთელი 20 კგ-ით გაასწრო ოსმან ორანს.

17-წლამდელთა შორის საქართველოს გუნდმა მხოლოდ ორი მცირე ბრინჯაო მოიგო. 69კგ წონაში არჩილ მალაყმაძემ ატაცში 134კგ დაძლია, +94კგ წონით კატეგორიაში კი იმავე მოძრაობაში 150კგ-ით ასევე მესამე იყო თორნიკე ტაბატაძე.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ