ყველა სპორტული სიახლე

ოქროს ბურთის ნომინანტი ნასვამ მდგომარეობაში დისნეილენდიდან გააგდეს

"ორლანდო სიტისა" და ამერიკის შეერთებული შტატების ფეხბურთელი ალექს მორგანი ფლორიდის შტატში დისნეილენდიდან ხულიგნობის გამო გააგდეს.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი გასართობი პარკის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ბარში ალკოჰოლის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მორგანი ერთ-ერთ მომხმარებელთან კონფლიქტში შევიდა, რის გამოც მას ტერიტორია ძალით დაატოვებინეს.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით ფეხბურთელმა ტვიტერის საშუალებით მოიბოდიშა და განაცხადა, რომ მსგავსი სიტუაცია მეორედ აღარ განმეორდება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ალექს მორგანი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. სწორედ ამ წელს იგი ფიფას ოქროს ბურთის სამ ფინალისტს შორის დაასახელეს. 2015 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებტან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ