ყველა სპორტული სიახლე

კარატისტებმა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი შეაჯამეს

4 დეკემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საქართველოს კარატისტთა ახალგაზრდული ნაკრების პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც კონტაქტურ კარატეში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება შეფასდა.

27-28 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ბიტომში ახალგაზრდა კარატისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 20 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე წარმატებით გამოვიდა და 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ჩემპიონები ლევან ვერულიძე (-85 კგ) და სერგო მოვსესიანი (-65 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ლაშა ოზბეთელაშვილმა და თამარ ბიბილეიშვილმა დაისაკუთრეს. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილი დაიკავა.

პრესკონფერენციაზე, ახალგაზრდა კარატისტებს წარმატება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და სამინისტროს სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ და კიოკუშინკაი კარატედოს ფედერაციის პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ კონტაქტურ კარატეში 2015 წელს ქართველ კარატისტთა ჯამური მონაგარი ევროპის ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ერთად 21 მედალია - 6 ოქრო, 9 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.

www.msy.gov.ge

ფიგურული სრიალი

არქივის კალენდარი

2019 აპრილი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ