ყველა სპორტული სიახლე

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ მორიგ სტადიონზე ცეცხლი გაჩნდა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ერთ-ერთ სტადიონს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, მშენებარე სტადიონზე ცეცხლი ტრიბუნაზე გაჩნდა. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნიჟნი ნოვგოროდის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა კი აღნიშნა, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დროისთვის სამართალდამცავები იძიებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ ერთ სტადიონს ვოლგოგრადში ცეცხლი გაუჩნდა.





ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ