ყველა სპორტული სიახლე

არგენტინა შესაძლოა მუნდიალს მიღმა დარჩეს

5 ოქტომბერს სამხრეთ ამერიკაში კონმებოლის ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრები გაიართა.

ბოლივიამ პირველადგილოსან ბრაზილიას უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელებმა 218 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს. ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ტიტეს ხელმძღვანელობით კი ოფიციალურ მატჩებში კვლავ დაუმარცხებელია. მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას ბრაზილიის ნაკრები შინ ჩილეს წინააღმდეგ გამართავს, ბოლივია კი სტუმრად ურუგვაის დაუპირისპირდება.

ფრედ 0:0 დასრულდა შეხვედრა ასევე ვენესუელასა და ურუგვაის შორის. ურუგვაელები ამ დროისთვის 28 ქულით მეორე ადგილზე არიან, ვენესუელა კი ცხრა ქულით ბოლო ადგილზეა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გამოთიშულია. 

მორიგი ფრე ითამაშა არგენტინის ნაკრებმა შინ პერუსთან. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. არგენტინელები ამჟამად 25 ქულით მეექვსე ადგილზე არიან და ამ მდგომარეობით მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა რჩებიან. პერუსა და არგენტინას 25-25 ქულა აქვთ, თუმცა პერუ არგენტინელებს ბურთების უპირატესობით უსწრებს. უმნიშვნელოვანესი მატჩები ელით ორივე გუნდს ბოლო ტურში. არგენტინა სტუმრად ეკვადორს დაუპირისპირდება, ხოლო პერუ კოლუმბიას უმასპინძლებს. არგენტინელებს, ისევე როგორც კოლუმბიელებსა და პერუელებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ.

ჩილემ კი ეკვადორს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 2:1 მოიგო. ედუარდო ვარგასისა და ალექსის სანჩესის გოლების წყალობით, ჩილემ სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფში 26 ქულით მესამე ადგილზე დაწინაურდა. მომდევნო ტურში კი ჩილელები ბრაზილიას ესტუმრებიან.

შინ 1:2 დამარცხდა კოლუმბია პარაგვაისთან. აღსანიშნავია, რომ პარაგვაის ამ დროისთვის 24 ქულა აქვს და კვლავ ინარჩუნებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსს. მომდევნო ტურში პარაგვაელები ბოლოადგილოსან ვენესუელას უმასპინლებენ.

ბოლო ტურის მატჩები თბილისის დროით 11 ოქტომბერს 03:30 საათზე გაიმართება.

ბოლივია
0 - 0
ბრაზილია
ვენესუელა
0 - 0
ურუგვაი
კოლუმბია 1 - 2 პარაგვაი
ჩილე 2 - 1 ეკვადორი
არგენტინა 0 - 0 პერუ


1 Previous rank: 2 17 11 5 1 38 11 +27 38
2 Previous rank: 1 17 8 4 5 28 18 +10 28
3 Previous rank: 4 17 8 2 7 26 24 +2 26
4 Previous rank: 5 17 7 5 5 20 18 +2 26
5 Previous rank: 8 17 7 4 6 26 25 +1 25
6 Previous rank: 3 17 6 7 4 16 15 +1 25
7   17 7 3 7 19 24 -5 24
8 Previous rank: 6 17 6 2 9 25 26 -1 20
9   17 4 2 11 14 34 -20 14
10   17 1 6 10 18 35 -17 9

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ