ყველა სპორტული სიახლე

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა მესისა და რონალდუს გარეშე ჩატარდეს

2018 წელს, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი, შესაძლოა სუპერვარსკვლავების გარეშე ჩატარდეს. 

სამხრეთ ამერიკაში, კონმებოლის ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი და არგენტინის ნაკრები 25 ქულით მეექვსე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესის გუნდი ჯერჯერობით მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა რჩება.

აღსანიშნავია, რომ არგენტინის მსგავსად 25 ქულა აქვს პერუს, თუმცა პერუელები მეტოქეს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ. დასკვნით ტურში არგენტინა სტუმრად ეკვადორს დაუპირისპირდება, ხოლო პერუ 26 ქულით მეოთხეზე მყოფ კოლუმბიას უმასპინძლებს. არგენტინელებს, ისევე როგორც კოლუმბიელებსა და პერუელებს მხოლოდ მოგება სჭირდებათ. მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს კომებოლის პირველი ოთხეული მოიპოვებს, მეხუთე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. 



რთულ მდგომარეობაშია პორტუგალიის ნაკრები, რომელიც ევროპის ზონაში საკვალიფიკაციო ჯგუფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეორე ადგილზეა და ლიდერ შვეიცარიას 3 ქულით ჩამორჩებიან. კრიშტიანუ რონალდუს გუნდს ანდორასთან გასვლითი მატჩის შემდეგ დასკვნით ტურში სწორედ ჯგუფის ლიდერთან აქვს საშინაო მატჩი. პორტუგალიის ნაკრები გადამწყვეტ მატჩებს 7 და 10 ოქტომბერს გამართავს, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი პორტუგალიელები ნოემბერში გასამართ პლეი ოფში გააგრძელებენ ბრძოლას.

cristiano ronaldu sad portugal-ის სურათის შედეგი

ფეხბურთი, ევროპა, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ