ყველა სპორტული სიახლე

რუსეთის ნაკრებმა ორი ავტოგოლით მოიგო (ვიდეო)

7 ოქტომბერს რუსეთსა და სამხრეთ კორეას შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

პირველი ტაიმის შემდეგ რუსეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1:0 ამარცხებდა მეტოქეს. მეორე ტაიმში კი კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. კორეელმა ფეხბურთელმა, კიმ ჯუ იანგმა შეხვედრის 55-ე და 57-ე წუთებზე საკუთარ კარში დუბლი გაიფორმა და რუსეთი სამბურთიანი უპირატესობით დააწინაურა.

რუსებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, სამხრეთ კორეელებმა კი მატჩის მიწურულს, ძირითადი დროის ამოწურვამდე სამი წუთით ადრე ორი გოლის გატანა მოახერხეს და ანგარიში შეამცირეს. საბოლოოდ კი შეხვედრა რუსეთის გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჯიქიამ.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2019 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ