ყველა სპორტული სიახლე

ზაზა ფაჩულიას გუნდი როჯერ ფედერერს შეხვდა (ვიდეო)

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ესტუმრა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა შანხაიში მორიგი წინასასეზონო მატჩი "მინესოტას" წინააღმდეგ გამარჯთა და 142:110 იმარჯვა. მატჩამდე კი გასახდელში "გოლდენ სტეიტის" კალათბურთელები მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, როჯერ ფედერერმა მოინახულა.

შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მატჩში საუკეთესო კი ოკლენდელთა ლიდერი სტეფ კარი იყო, რომლის ანგარიშზეც 40 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასია.

როჯერ ფედერერი კი შანხაიში მორიგ მასტერსზე მიიღებს მონაწილეობას.
 


კალათბურთი, საქართველო, ჩოგბურთი, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2019 აგვისტო
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ