ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრებმა ბელგრადში ივარჯიშა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას სერბეთში გამართავს.

ვლადიმირ ვაისის გუნდი, სერბეთის დედაქალაქში 8 ოქტომბერს ჩარტერული რეისით ჩავიდა. ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 23 ფეხბურთელით ივარჯიშა. საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას“  რაიკო მიტიჩის სახელობის სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და სერბეთთან მატჩისთვის ემზადება. 

მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფს ცხრა ტურის შემდეგ, 18 ქულით სერბეთი ლიდერობს,  უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.  საქართველო ხუთი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს.

სერბეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება, 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სერბეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

gff.ge

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ