ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა სტუმრად, ბელგრადში სერბეთის წინააღმდეგ გამართა.

მატჩის პირველი ნახევარი თანაბარი ორთაბრძოლით წარიმართა და პირველი ნახევრის ანგარიშიც სწორედ ასეთი დაფიქსირდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა.

თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში სერბები გააქტიურდნენ და საქართველოს ნაკრების კართან რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს.

67-ე წუთზე კი სერბთა სახიფათო შეტევის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა და გიორგი მაკარიძის კარი ასპროცენტიანი გოლისგან იხსნა.

74-ე წუთზე კი ბრანისლავ ივანოვიჩმა ქართველი ფეხბურთელების შეცდომით ისარგებლა, შეცვლაზე შემოსულმა პრიოვიჩმა კი მიტროვიჩის პასით ანგარიში გახსნა და სერბეთი დააწინაურა.

გაშვებული გოლის შემდეგ კი გიორგი ქვილითაიას მარცხენა ფლანგიდან შეტევის შემდეგ საქართველოს კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ვაკო ყაზაიშვილმა ბურთი კარს ააცილა.

საბოლოოდ კი საქართველოს ნაკრები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა და D ჯგუფში ხუთი ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა. სერბეთის ნაკრებმა კი ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ფინალისტია.

სრული სტატისტიკა

ძირითადი შემადგენლობები

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია, აბურჯანია('82 დვალიშვილი), ყაზაიშვილი, ჯიღაური('86 ჰუფნაგელი), ქვილითაია('78 მერებაშვილი);

სათადარიგო შემადგენლობა: ლორია, კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვერკველია, კვეკვესკირი, შერგელაშვილი, დვალი, მერებაშვილი, დვალიშვილი, ჭანტურია, ჰუფნაგელი, სხირტლაძე.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

სერბეთი: სკოიკოვიჩი, რუკავინა, გუდელი, ივანოვიჩი, მიტროვიჩი('76 მილიოიევიჩი), ტადიჩი('89 კოსტიჩი), კოლაროვი, ტოსიჩი, მაქსიმოვიჩი, მატიჩი, ლიაიჩი('61 პრიოვიჩი);

სათადარიგო შემადგენლობა: რაიკოვიჩი, იოვანოვიჩი, ობრადოვიჩი, ნასტასიჩი, ნ. მაქსიმოვიჩი, პრიოვიჩი, მიტროვიჩი, გასინოვიჩი, მილუნოვიჩი, მილივოიევიჩი, კოსტიჩი, ველკოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: სლავოლიუბ მუსლინი

ფეხბურთი, საქართველო, ევროპა, დღის ფოტო

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ