ყველა სპორტული სიახლე

სანაძის მორიგი გამარჯვება სერია ა-ში

საქართველოს ნაკრების წევრ დუდა სანაძის „პისტოია“ იტალიის სერია „ა“-ში დაუმარცხებელია. მე-2 ტურის ბოლო მატჩში სანაძის გუნდმა „ბრინდისის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში - 6 ქულის სხვაობით - 83:77 დაამარცხა.

სანაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და საკმაოდ სარგებლიანი გახლდათ. დუდას მონაგარი 9 ქულა და 1 მოხსნა იყო. დუდამ 3-დან 1 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ფლექს პისტოია” 2 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 ოქტომბერს, სტუმრად, “ვანოლი კრემონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ