ყველა სპორტული სიახლე

ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავს დანით თავს დაესხნენ

მადირიდის "რეალის" ესპანელ ნახევარმცველს ისრაელთან თამაშის შემდეგ დანით თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა მარკა ავრცელებს.

მარკას ინფორმაციით, ისრაელსა და ესპანეთს შორის მატჩის შემდეგ შევარდნილ გულშემატკივრებს შორის ერთ-ერთს დანა ჰქონდა. თავდამსხმელი სწორედ ისკოსკენ მიემართებოდა, თუმცა სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა იგი დროულად შეაჩერა.

არსებულ ინფრომაციას უარყოფს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, რომლის განცხადებით, გულშემატკივარს ცივი იარაღი თან არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრა ისრაელსა და ესპანეთს შორის, სტუმართა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ისრაელის კარში გოლი ილარამენდიმ გაიტანა.







ფეხბურთი, ევროპა

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ