ყველა სპორტული სიახლე

22 ოქტომბერს "თბილისი მარათონი" მეექვსედ გაიმართება

22 ოქტომბერს თბილისში ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით "თბილისი მარათონი" გაიმართება.

თბილისი მარათონი სტარტს რუსთაველის გამზირზე აიღებს და ფინიშიც სწორედ თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე იქნება. 

22 ოქტომბერს საქართველოს დედაქალაქში ათკილომეტრიანი მონაკვეთი გადაიკეტება. მარათონი ასევე აღმაშენებლის გამზირზე, მარჯვენა სანაპიროსა და გორგასალის ქუჩაზე გაიმართება. 

მსურველებს ორი ტიპის გარბენში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება: ნახევარგარბენი, რომელიც 21-კილომეტრიანი ძირითადი ღონისძიებაა. ასევე არის ათკილომეტრიანი გარბენი. მარათონში მონაწილეობა ფასიანია, ნახევარგარბენის ფასი 20 ლარს შეადგენს, ხოლო ათკილომეტრიანი 15 ლარს. ჰაიდელბერგცემენტის მარათონს კიდევ ერთი გარბენი „ესტაფეტა“ დაემატა, სადაც მონაწილეებს გუნდურად შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა. გუნდი შედგება ოთხი მონაწილისგან, რომელიც ინაწილებს 24 კილომეტრს. გუნდურ გარბენზე მონაწილეობის ფასი კი 100 ლარია.

ჰაიდელბერგცემენტის სოციალურ პროექტში შესული თანხა ორმაგდება და კომპანიის ბენეფიციარს გადაეცემა. 2017 წელს ჰაიდელბერგის ბენეფიციარი კასპში არსებული შშმ პირთა კავშირია: ორი საწარმო, სადაც შშმ პირები დაწნული ნივთების კეთებაზე მუშაობენ, ხოლო მერე რკინის საწარმო.

გარბენი 09:00 საათზე ბავშვთა გარბენით გაიხსნება, სადაც მონაწილეობა უფასოა. 5-11 წლამდე და 12-15 წლამდე ბავშვების გასართობი გარბენი რუსთაველის გამზირზე 500 მეტრიანი და 1 კილომეტრიანი მონაკვეთი მოეწყობა. გამარჯვებულები უფროსების მსგავსად კი მედლებს მიიღებენ. ძირითადი გარბენი 10:00 საათზე დაიწყება.

ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით "თბილისი მარათონი" 2017 წელს მეექვსედ ტარდება. 2012 წელს პირველად გარბენი თბილისის ზღვაზე ჩატარდა, 2015 წლიდან კი თბილისის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე მარათონმა ქალაქში გადმოინაცვლა, რითაც მონაწილეთა რაოდენობა გაორმაგდა.

გარბენში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

სხვადასხვა, მარათონი

არქივის კალენდარი

2020 ივლისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ