ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილი ანტვერპის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ევროპის ღია ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში ძირითადი ბადიდან ჩაერთვება, მისი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ანტვერპის ტურნირი სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ მეტოქეს სძლია და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც პირველივე ტურში მისი მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იყო. დაძაბულ ორთაბრძოლაში ქართველი ჩოგბურთელი 2:6; 6:3; 4:6 დამარცხდა და ტურნირზე ასპარეზობას გამოეთიშა.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2017 დეკემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ