ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ჩემპიონმა უეფას ფუტსალის თასი გამარჯვებით დაიწყო (ვიდეო)

უეფას ფუტსალის თასის მეინ რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა, რომელიც „ჯორჯიანსის“ სახელით გამოდის, გამარჯვება მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჰოლანდიური „კნოოპუტი“ მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა. „ჯორჯიანსის“ რიგებში გატანილი გოლებით თავი გია ნიკვაშვილმა და მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინეს.

მომდევნო მატჩს „ჯორჯიანსი“ დღეს, 11 ოქტომბერს პოლონურ „ბიელსკო ბიალასთან“ გამართავს, რომელიც პირველ ტურში ჯგუფის მასპინძელ ბრატისლავის „სლოვანთან“ დამარცხდა.

ფეხბურთი, საქართველო, დღის ვიდეო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ