ყველა სპორტული სიახლე

მესიმ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა (ვიდეო)

10 ოქტომბერს კონმებოლის ჯგუფში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა.

სამხრეთ ამერიკულმა გუნდებმა ბოლო ტურში მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ფინალისტი გამოავლინეს.

ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს უმასპინძლა და პაულინიოსა და გაბრიელ ჟესუსის გოლების წყალობით მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ბრაზილიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მეთვრამეტე ტურამდე ადრე ჰქონდათ მოპოვებული და ჯგუფს ლიდერობდნენ, ხოლო ჩილელები მუნდიალს მიღმა დარჩნენ.

დაძაბული გამოდგა შეხვედრა პერუსა და კოლუბიას შორის. ორივე გუნდი რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოდა, საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. კოლუმბიამ ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და მსოფლიო პირველობაზე იასპარეზებს, ხოლო პერუ საკვალიფიკაციო ეტაპში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.

ბოლოადგილოსანმა პარაგვაიმ ვენესუელას უმასპინძლა. მიუხედავად უმოტივაციო შეხვედრისა, სტურებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 იმარჯვეს და პარაგვაი ჯგუფში ჩატოვეს.

ჯგუფური ეტაპი მეორე ადგილზე დაასრულა ურუგვაიმ, რომელმაც ასევე უმოტივაციო ბოლივიას შინ 4:2 სძლია.

ტურის ყველაზე დაძაბული შეხვედრა კი ეკვადორში გაიმართა. ეკვადორელებმა რთულ მდგომარეობაში მყოფ არგენტინას უმასპინძლეს და 1:3 დამარცხდნენ. ლიონელ მესის ჰეთ-ტრიკის მეშვეობით არგენტინელებმა 28 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

პარაგვაი 0 - 1 ვენეუელა
ბრაზილია 3 - 0 ჩილე
ეკვადორი 1 - 3 არგენტინა
პერუ 1 - 1 კოლუმბია
ურუგვაი 4 - 2 ბოლივია

1 Previous rank: 2 18 12 5 1 41 11 +30 41
2 Previous rank: 1 18 9 4 5 32 20 +12 31
3   18 7 7 4 19 16 +3 28
4 Previous rank: 5 18 7 6 5 21 19 +2 27
5 Previous rank: 8 18 7 5 6 27 26 +1 26
6 Previous rank: 4 18 8 2 8 26 27 -1 26
7   18 7 3 8 19 25 -6 24
8 Previous rank: 6 18 6 2 10 26 29 -3 20
9   18 4 2 12 16 38 -22 14
10   18 2 6 10 19 35 -16 12

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ