ყველა სპორტული სიახლე

ოფიციალურად: საქართველოს სავარაუდო მეტოქეები ერთა ლიგაში

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შედეგ, რეიტინგში დაკავებული პოზიციების გათვალისწინებით, ევროპული ნაკრებები უეფას ერთა ლიგის ჯგუფებში გადანაწილდნენ. 

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეებიც გაირკვა. 

აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი, სომხეთი, ლატვია, ფარერის კუნძულები, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, მოლდოვა, ლიხტენშტეინი, მალტა, ანდორა, კოსოვო, სან მარინო და გიბრალტარი. ჩამოთვლითაგან სამი გუნდი საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოხვდება.

ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 იანვარს გაიმართება, ცნობილია მატჩების გამართვის თარიღებიც.

პირველი ტური: 6–8 სექტემბერი 2018
მეორეი ტური: 9–11 სექტემბერი 2018
მესამე ტური: 11–13 ოქტომბერი 2018
მეოთხე ტური: 14–16 ოქტომბერი 2018
მეხუთე ტური: 15–17 ნოემბერი 2018
მეექვსე ტური: 18–20 ნოემბერი 2018
ფინალური ეტაპის წილისყრა: 2018 წლის დეკემბერი
ფინალური ეტაპი: 5–9 ივნისი2019

გასათვალისწინებელია, რომ D ჯგუფში საუკეთესო შედეგის მქონე აზერბაიჯანი, მაკედონია, ბელარუსი და საქართველო განთესილები არიან და ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან.

ოთხგუნდიანი ჯგუფის ოთხი გამარჯვებული ნაკრები C დივიზიონის საგზურს მიპოვებს, ერთ-ერთი გამარჯვებული კი პლეი ოფის შემდეგ ევრო 2020-ზე გაემგზავრება. 

ევროპის ერთა ლიგის პარალელურად ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, ახალი ტურნირი კი კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის დამატებითი შანსი იქნება.

 

ფეხბურთი, საქართველო, დღის სიახლე

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ