ყველა სპორტული სიახლე

საფეხბურთო მატჩის გამო U2-მ ბუენოს აირესში კონცერტი გადადო

სამხრეთ ამერიკაში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა.

კონმებოლის ჯგუფში უმოტივაციო ეკვადორმა არგენტინას უმასპინძლა. სწორედ აღნიშნული შეხვედრისას არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში სიუდად დე ლა პლატას სტადიონზე ირლანდიური როკბენდის U2-ს კონცერტი იყო დაგეგმილი. თუმცა ჯგუფის სოლისტის ბონოს გადაწყვეტილებით კონცერტი ორი საათით გადაიდო, სტადიონზე შეკრებილმა მსმენელებმა კი კონცერტის დაწყებამდე დიდ ეკრანზე ეროვნული ნაკრების გადამწყვეტ შეხვედრას უყურა.

"მადლობა ლეო მესისთვის", - ასე მიმართა ირლანდიური ჯგუფის სოლისტმა საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე შეკრებილებს. ბონომ მსმენელებს გვიანობამდე მოცდისთვისა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ  ლიონელ მესის ჰეთ-ტრიკის მეშვეობით არგენტინელებმა ეკვადორს 3:1 სძლიეს, 28 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ