ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ჩემპიონის მეორე მატჩი უეფას ფუტსალსი თასზე

საქართველოს ჩემპიონმა უეფას ფუტსალის თასის მეინ რაუნდის მეორე შეხვედრა გამართა.

"ჯორჯიანსი" პოლონურ "ბიელსკო ბიალას" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

მეორე ტურში მარცხის შემდეგ, ავთანლის ასათიანის გუნდი ჯგუფში სამი ქულით მესამე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ მეექვსე ჯგუფში ოთხივე გუნდს სამსამი ქულა აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი თანაფარდობით პირველ ადგილზე ჯგუფის მასპინძელი ბრატისლავის "სლოვანია", რომელიც მომდევნო ტურში სწორედ ქართული კლუბის მეტოქე იქნება.

"ჯორჯიანსსა" და "სლოვანიას" შორის შეხვედრა 13 ოქტომბერს თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მეინ რაუნდის პირველ ტურში საქართველოს ჩემპიონმა ჰოლანდიურ "კნოოპუტს" მინიმალური სხვაობით 2:1 სძლია.

ფეხბურთი, საქართველო, ევროტურნირები

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ