ყველა სპორტული სიახლე

ანანიძეს შესაძლოა ოპერაცია ჩაუტარდეს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს, ჯანო ანანიძეს, შესაძლოა, ოპერაცია ჩაუტარდეს.

"სპარტაკის" ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ანანიძე რომში გაემგზავრა, სადაც იგი ექიმთან კონსულტაციას გაივლის. სწორედ იტალიის დედაქალაქში გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ქართველ ნახევარმცველს ოპერაცია.

"ჯანო რომის კლინიკაში შესაძლო ოპერაციის შესახებ კონსულტაციის მიზნით იქნა გაგზავნილი. ტრავმის გამო, ანანიძე გუნდთან ერთად სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა", - ნათქვამია მოსკოვური კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძემ ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურში "ანჟის" წინააღმდეგ მიიღო.

ფეხბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ