ყველა სპორტული სიახლე

მარკოიშვილის "რეჯიო ემილიას" მარცხი ევროთასზე

მანუჩარ მარკოიშვილის „რეჯიო ემილია“ ევროთასის გათამაშებაში ჩაება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდი ჯგუფში თურქულ „გალათასარაისთან“, ლიტვურ „ნევეჟისთან“, იერუსალიმის „ჰაპოელთან“, მიუნხენის „ბაიერნთან“ და მონტენეგროულ „ბუდუჩნოსტთან“ ერთად მოხვდა.

სწორედ მონგენეგროს გუნდი იყო რეჯიოემილიელთა პირველი მეტოქე, რომელმაც მარკოიშვილის გუნდს პოდგორიცეში უმასპინძლა. „ბუდუჩნოსტმა“ შეხვედრა მეტო მობილიზებით ჩაატარა და საბოლოოდ 82:74 გაიმარჯვა.

მარკოიშვილმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 2 შეცდომა დაუშვა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

თამაშის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, რომელიც პოდგორიცელებმა 25:13 მოიგეს. მათ რიგებში კაილ გიბსონი (16 ქულა), ნიკოლა ივანოვიჩი (15) და ნემანია გორდიჩი (12) გამოირჩნენ, “რეჯიო ემილიას” კი 18 ქულით იტალიის ნაკრების წევრმა ამაედეო დელა ვალემ ულიდერა.

მეორე ტურში, 18 ოქტომბერს, „რეჯიო ემილია“ „გალათასარაის“ უმასპინძლებს.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ