ყველა სპორტული სიახლე

დიქსონის შედეგიანი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული დებიუტი ჰქონდა მაიკლ დიქსონის „სტრასბურს“. ფრანგულმა კლუბმა ლიუბლიანის „ოლიმპიას“ უმასპინძლა და საქართველოს ნაკრების წევრის დიდი თანამონაწილეობით იმარჯვა.

შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით - 83:69 დასრულდა, მაიკლ დიქსონი კი ყველაზე შედეგიანი გახლდათ. მაიკლმა სასტყარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ არასრულ 24 წუთში 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

მაიკლმა 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“სტრასბურგი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 18 ოქტომბერს, გერმანიაში, “ბაიროითის” წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელმაც გუშინ პოლონეთში “როსა რადომს” 96:79 სძლია. ზემოთხსენებულ გუნდებთან ერთად „სტრასბურის“ ჯგუფში არიან: ესპანური „ესტუდიანტესი“, იტალიური „ვენეცია“, თურქული „ბანვითი“ და ბერძნული აეკ-ი არიან.

gbf.ge

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ