ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მაქსიმუმი მსოფლიო რეიტინგში

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფიბას რეიტინგში 19-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და 28-ე ადგილზე გადაინაცვლა. აქამდელ რეიტინგში ჩვენი ნაკრები მსოფლიოში 47-ე ადგილზე იყო, თუმცა ევრობასკეტზე ლიტვისა და ისრაელის დამარცხებამ, ასევე მოსამზადებელ მატჩებში ევროპის გრანდების - საბერძნეთის, სერბეთის, ლიტვის, ლატვიის ძლევამ ილიას ზუროსის გაწვრთნილ გუნდს სოლიდური სარეიტინგო ქულები მოუტანა და საქართველომ რეიტინგის მოწინავე გუნდებს შორის უკრაინასთან ერთად ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ყველაზე დიდი ნახტომი ჰოლანდიამ (+38), მონტენეგრომ (+37), ისლანდიამ (+37), ესტონეთმა (+35) და პორტუგალიამ (+26) გააკეთეს, თუმცა ეს ნაკრებები იმდენად დაბლა იყვნენ, რომ ამხელა პროგრესის შემდეგაც არ არიან საქართველოზე წინ. ხსენებული ნაკრებებიდან ყველაზე ახლოს ჩვენს ნაკრებთან მონტენეგროა, რომელმაც 72-ე ადგილიდან 35-ეზე გადაინაცვლა.

რეიტინგს, რა თქმა უნდა, აშშ-ს ნაკრები ლიდერობს. შემდეგ მოდიან ესპანეთი, სერბეთი და საფრანგეთი. მე-6 ადგილზეა ლიტვის ეროვნული გუნდი, რომელსაც საქართველომ აგვისტოსა და სექტემბერში ამხანაგური მატჩიც მოუგო, და ევრობასკეტზე - ოფიციალურიც.



gbf.ge

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ