ყველა სპორტული სიახლე

ფიბას ევროპის თასზე "დინამოს" მეტოქეები ცნობილია

12 ოქტომბერს ფიბას ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად თბილისის "დინამოს" მეტოქეები გამოირკვნენ. საქართველს ჩემპიონი E ჯგუფში ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან", რუმინულ "კლუჟსა" და თურქულ "ისტანბულთან" ერთად მოხვდა.

ევროპის თასი სტარტს 17 ოქტომბერს აიღებს. პირველი ტურის მატჩები 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება. "დინამო" კი პირველ შეხვედრას სტუმრად, სოფიაში "ლუკოილ აკადემიკის" წინააღმდეგ 18 ოქტომბერს თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ესპანურ "ხოვენტუტთან" დამარცხდა და ფიბას ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.

კალათბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ