ყველა სპორტული სიახლე

"ვიტ ჯორჯიამ" სტუმრად იმარჯვა

ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" "გაგრამ" "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. პრინციპული შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" მინიმალური სხვაობით გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მე-40 წუთზე გიორგი ქურდაძემ "გაგრა" დააწინაურა, თუმცა ორ წუთში ირაკლი კამლაძემ ანაგრიშის გათანაბრება მოახერხა. 88-ე წუთზე კი კახა კახაბრიშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღნიშნული გამარჯვებით "ვიტ ჯორჯიამ" მორიგი სამი ქულა მოიპოვა, სატურნირო ცხრილში "გაგრას" ორი ქულით გაასწო და მეოთხე ადგილზეა.

მეორე შეხვედრაში კი "სამგურალმა" "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. "გურია" მეთოთხმეტე წუთზე დავით მოსიძის გოლით დაწინაურდა. წყალტუბოელებმა კი ანგარიში მე-19 წუთზე დემურ ჩიხლაძის გოლით შეძლეს. 73-ე წუთზე ემანუელ იაგარმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და "გურიას" მოაგებინა.

1.  მერანი 29 +47 68
2.  რუსთავი 29 +37 65
3.  სიონი 29 +10 52
4.  ვიტ ჯორჯია 29 +7 47
5.  გაგრა 30 +9 45
6.  სამგურალი 30 -4 44
7.  ცხინვალი 29 -15 29
8.  გურია 30 -25 28
9.  მეშახტე 29 -35 20
10.  ზუგდიდი 28 -31 18

ფეხბურთი, საქართველო

არქივის კალენდარი

2017 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ