ყველა სპორტული სიახლე

ფედერერისა და ნადალის მორიგი დაპირისპირება შანხაიში

ჩინეთში ATP-ის მორიგი მასტერსი მიმდინარეობს.

14 ოქტომბერს შანხაის მაისტერსზე ფინალისტების ვინაობა გამოირკვა. ATP-ის მორიგ მასტერსზე ერთმანეთს რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები დაუპირისპირდებიან.

როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის შეხვედრა 15 ოქტომბერსაა შანიშნული.

ფედერერმა ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს სამ სეტში 3:6; 6:3; 6:3 სძლია, ხოლო ნადალმა ხორვატი მარინ ჩილიჩი ორ სეტში 7:5; 7:6(7:3) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერერი და ნადალი ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. 2017 წლის სტატისტიკით კი შვეიცარიელ ჩოგბურთელს ასპროცენტიანი შედეგი აქვს. ფედერერმა ნადალს ავსტრალიის ღია პირველობაზე, ინდიან უელსსა და მაიამის მასტერსებზე სძლია. საერთო შედეგებით კი ესპანელი ჩოგბურთელი შვეიცარიელს 23:14 ამარცხებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ