ყველა სპორტული სიახლე

ბასილაშვილის მეტოქე ანტვერპის ტურნირზე ცნობილია

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ევროპის ღია ჩემპიონატზე ითამაშებს.

ATP-ის 250-იან ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ფრანგი ჟულიენ ბენეტო იქნება. 35 წლის ფრანგი ჩოგბურთელი ამჟმად რეიტინგში 96-ე ადგილზეა, თუმცა მისი საუკეთესო მაჩვენებელი 25-ე პოზიციაა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ქართველი და ფრანგი ჩოგბურთელები არასდროს დაპირისპირებიან.

ანტვერპის ტურნირი სტარტს 16 ოქტომბერს აიღებს. ბასილაშვილსა და ბენეტოს შორის დაპირისპირების ზუსტი თარიღი კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ