ყველა სპორტული სიახლე

LIVE - ფედერერი vs ნადალი

შანხაის მასტერსის ფინალში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი უპირისპირდებიან.

ფედერერმა ნახევარფინალურ შეხვედრაში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს სამ სეტში 3:6; 6:3; 6:3 სძლია, ხოლო ნადალმა ხორვატი მარინ ჩილიჩი ორ სეტში 7:5; 7:6(7:3) დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერერი და ნადალი ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან. 2017 წლის სტატისტიკით კი შვეიცარიელ ჩოგბურთელს ასპროცენტიანი შედეგი აქვს. ფედერერმა ნადალს ავსტრალიის ღია პირველობაზე, ინდიან უელსსა და მაიამის მასტერსებზე სძლია. საერთო შედეგებით კი ესპანელი ჩოგბურთელი შვეიცარიელს 23:14 ამარცხებს.

მატჩის პირდაპირი ეთერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ