ყველა სპორტული სიახლე

ლუკა ზაქრაძე დუბაის ამერიკული უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს

„მგზავრების“, თბილისის „დინამოს“ და „სოხუმის“ ყოფილი უკანახაზელი, ლუკა ზაქრაძე, დუბაიში გაემგზავრა, სადაც ამერიკული უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე 21 წლის კალათბურთელი მიიჩნევს, რომ ამერიკული უნივერსიტეტის გუნდში თამაში მას სამომავლოდ ევროპაში უკეთესი კლუბის პოვნაში დაეხმარება.

„ახალ გუნდში სააგენტოს დახმარებით აღმოვჩნდი "American University Dubai KNIGHTS"-ში. ვთამაშობთ საუნივერსიტეტო ლიგაში და ამავდროულად გუნდი მონაწილეობას იღებს ევროპაში, სხვადასხვა გასვლით ტურნირებში.

ძალიან კარგი მოთამაშეები და მწვრთნელი გვყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება. აქ შესანიშნავი პირობებია და არაჩვეულებრივი დარბაზი გვაქვს“, - გვითხრა ზაქრაძემ, რომელმაც ნაკრებში გატარებული პერიოდიც გაიხსენა.

Image may contain: 1 person

„ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო. შრომას ვაგრძელებ, გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა და თუ კვლავ მომეცემა ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი, ამისთვის მორალურად და ფიზიკურად მზად ვარ. ვფიქრობ, რომ ილიას ზუროსი, რომელმაც შვილივით მიმიღო, კიდევ ერთ შანსს მომცემს და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ ეტაპზე მეც გამომიძახებს“.  

კალათბურთი, საქართველო, ლეგიონერი, ინტერვიუ

არქივის კალენდარი

2018 ნოემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ