ყველა სპორტული სიახლე

ფედერერის ასპროცენტიანი შედეგი ნადალთან

ჩინეთის ქალაქ შანხაიში ATP-ის მორიგი მასტერსი გაიმართა.

შანხაის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ლეგენდარული ჩოგბურთელები რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა შვეიცარიელ და ესპანელ ჩოგბურთელებს შორის საათსა და თორმეტ წუთს გაგრძელდა და ფედერერის გამარჯვებით დასრულდა.

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნადალს მარტივად ორ სეტში 6:4; 6:3 სძლია და მორიგი ტიტული და 1000 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ფედერერი და ნადალი ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდნენ. 2017 წლის სტატისტიკით კი შვეიცარიელ ჩოგბურთელს ასპროცენტიანი შედეგი აქვს. ფედერერმა ნადალს ავსტრალიის ღია პირველობაზე, ინდიან უელსზე, მაიამისა და შანხაის მასტერსებზე სძლია. საერთო შედეგებით კი ესპანელი ჩოგბურთელი შვეიცარიელს 23:15 ამარცხებს.

სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ