ყველა სპორტული სიახლე

ტრაგედია საფეხბურთო მოედანზე - შეჯახების დროს მეკარე გარდაიცვალა

ინდონეზიის სუპერლიგის ერთ-ერთ მატჩში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.

საფეხებურთო კლუბ "პერსელას" მეკარე ჩოირულ ჰუდა თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ გარდაიცვალა.

ინციდენტი "პერსელასა" და ""სემენ პადანგს" შორის შეხვედრისას პირველი ტაიმის მიწურულს მოხდა. "პერსელას" მეკარე საკუტარ საჯარიმოში ბურთზე სათამაშოთ გამოვიდა, რის შედეგადაც მის თანაგუნდელ მცველს, რამონ როდრიგესს შეეჯახა.

მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ ექიმებმა ფეხბურთელს მოედანზევე სასწრაფო დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 38 წლის ჰუდას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ