ყველა სპორტული სიახლე

მოედანზე ლუდის დალევის შემდეგ ჯოვინკომ ეფექტური გოლი გაიტანა (ვიდეო)

MLS-ის ბინადარი "ტორონტოს" იტალიელმა ფორვარდმა, სებასტიან ჯოვინკომ, "ატლანტა იუნაიტედთან" მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე ლუდი დალია. 

მატჩის მე-60 წუთზე "ტორონტომ" ჟოზი ალტიდორის გოლით ანგარიში გაათანაბრა. გოლის ავტორმა წარმატება მეტოქის გულშემატკივრების სექტორთან აღნიშნა, ატლანტელთა გაღიზიანებულმა ფანმა კი ამერიკელ შემტევს ლუდით სავსე ჭიქა ესროლა, რომელიც ახლოს მყოფმა იტალიელმა დააგემოვნა, ცარიელი ჭიქა კი ტრიბუნებზე დააბრუნა. 

მოგვიანებით, შეხვედრის 84-ე წუთზე ჯოვინკომ ეფექტური გოლის გატანა შეძლო და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა - 2:2. 

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ