ყველა სპორტული სიახლე

FIFA 2018: მუქარა რუსეთის მსოფლიო თასს და სუპერვარსკვლავებს

ტერორისტული დაჯგუფება ISIS-ი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ტერორისტული თავდასხმებით იმუქრება.

24 ოქტომბერს "ისლამური სახელმწიფოს" მედიაჯგუფმა WAFA Media Foundation-მა ტერორიზმის პროპაგანდისტული პოსტერი გამოაქვეყნა, სადაც "ბარსელონას" არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ფოტოა გამოსახული. ფოტოზე გამოსახული მესი გისოსებს მიღმაა და მას თვალიდან ცრემლი სდის. პოსტერზე ასევე არის წარწერა ინგლისურ და არაბულ ენებზე: "თქვენ ებრძვით სახელმწიფოს, რომელსაც ლექსიკონში სიტყვა მარცხი არ აქვს". ISIS-მა ასევე ნაიკის ცნობილი სლოგანი Just Do it, Just Terorism-ით შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" მსოფლიო ჩემპიონატზე ტერორისტული აქტების მუქარა მანამდეც გამოაქვეყნა, სადაც გამოყენებული იყო ფრაზები: "ჩვენ ვართ ერთადერთნი, ვინც ბრძოლის ადგილს ირჩევს", "ვფიცავარ, რომ მუჯადედინის ცეცხლი ყველას დაგწვავთ, უბრალოდ მოიცადეთ".

შეგახსენებთ, რომ ტერორისტული ორგანიზაცია შესაძლო ტერორისტული თავდასხმებით ევრო 2016-სა და 2017 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონტზეც იმუქრებოდა. 2015 წლის ნოემბერში კი პარიზში, ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი ტერორისტული აქტისას, ISIS-ის წევრები სტად დე ფრანსზე შეღწევას ცდილბდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს და აფეთქება სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის თერთმეტ ქალაქში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.





ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ