ყველა სპორტული სიახლე

მსოფლიოს თასი ფარიკაობაში

9-11 ოქტომბერს თბილისი ფარიკაობაში მსოფლიო თასს პირველად უმასპინძლებს. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსოფლიო თასი ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება. ტურნირში, რომელიც სტარტს დილას 10:00 საათზე აიღებ  მონაწილეობას 32 ქვეყნის 160 უძლიერესი სპორტსმენი მიიღებს.

თბილისის მსოფლიო თასზე მსოფლიოს რეიტინგში საუკეთესო პოზიციის მქონე სპორტსმენები  საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, კორეადან, ჩინეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და სხვა  ქვეყნებიდან გამოვლენ. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე სულ 12 სპორტსმენით იასპარეზებს.

9 და 10 ოქტომბერს ინდივიდუალური ორთაბრძოლები გაიმართება, 11 ოქტომბერს კი გუნდური შეჯიბრი ჩატარდება, სადაც 24 ნაკრები ჩაერთვება.  თბილისის მსოფლიო თასი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო ტურნირიცაა.

თბილისის მსოფლიო თასის ორგანიზატორია საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია, ხოლო მხარდამჭერები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია. გამარჯვებული და პრიზიორი სპორტსმენები სალიცენზიო ქულებთან ერთად, თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

2014 წელს, თბილისმა მოფარიკავეთა შორის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2017 წელს კი, ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დედაქალაქში დიდებს შორის ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო თასზე

სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე,  ლუკა ობოლაძე, ნიკა შენგელია, ტატო ბარათაშვილი, ოთარ გიორგაძე, სერგი გოგლიძე, ვაჟა ღეჭია, დავით უკლება, გივი მერკვილაძე.

 

სხვადასხვა, კალათბურთი, ფარიკაობა‎, პარასპორტი, საქართველო

არქივის კალენდარი

2020 ივნისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ