
ჰემილტონი ფორმულა 1-ის ჩემპიონია
"მერსედესის" პილოტი, ლიუის ჰემილტონი, ფორმულა 1-ის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 2 ეტაპით ადრე გახდა.
მსოფლიო ჩემპიონის მეოთხე ტიტული ბრიტანელმა მრბოლელმა მექსიკაში გაიფორმა, სადაც მაქს ფერსტაპენმა გაიმარჯვა.
ჰემილტონის მთავარმა კონკურენტმა, სებასტიან ფეტელმა "ფერარიდან" მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო "ჰემილტონი" მეცხრეზე გავიდა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
ლიუსი ჰემილტონის კარიერაში 206 გრან პრიზე მოპოვებული 62 გამარჯვებაა.
2008, 2014 და 2015 წელს მოპოვებულ ტიტულებს ბრიტანელმა მრბოლემა 2017 წლის სეზონის ტრიუმფიც დაუმატა.