ყველა სპორტული სიახლე

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელის მხარდაჭერა გურამ კაშიას

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Facebook გვერდზე "ვიტესის" ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას მხარდასაჭერი მესიჯი გამოაქვეყნა.

ბასილაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნისადმი კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის კაშიასადმი ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი: "ჩემი მხარდაჭერა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას. ჩემთვის მიუღებელია მისდამი ასეთი დამოკიდებულება. კაშია არის ერთ-ერთი საუკეთესო და საამაყო ქართველი სპორტსმენი".

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის სამ ჩემპიონატში სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. CSR-ისა და ჯონ ბლანკენშტაინის ფონდის ორგანიზებით, ერედივიზიონის თვრამეტი გუნდი, იუპლიერ ლიგისა და ქალთა ჩემპიონატის გუნდების კაპიტნებს მიმდინარე უქმეებზე სპეციალური სამკლაურები ეკეთათ. ლიგის გადაწყვეტილებით, ტრადიციული სამკლაურის ნაცვლად, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ეკეთათ. ერევიდევიზიონში მონაწილე ქართველი კაპიტნის, გურამ კაშიას გუნდი "ვიტესი" ერთ-ერთი იყო, ვინც აქციაში ჩაერთო. 15 ოქტომბერს "ვიტესის" ქართველ კაპიტანს სწორედ ლგბტ თემის მხარდასაჭერი სამკლაური ეკეთა.

ფეხბურთი, საქართველო, სხვადასხვა, ჩოგბურთი

არქივის კალენდარი

2020 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ