ყველა სპორტული სიახლე

ევროპის ჩემპიონი დავით ქაჯაია სამშობლოში დაბრუნდა

შსს-ს სპორტულ კლუბ ''MIA FORCE''-ის წევრი, ევროპის ჩემპიონი დავით ქაჯაია საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, შსს-ს წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე და სპორტული კლუბი ''MIA FORCE''-ის წევრი დავით ქაჯაია FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის სპეციალური თასით დააჯილდოვა. ''MIA FORCE''-ის წევრმა პროფესიულ TC2T კლასში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფოტო

ავტოსპორტი

არქივის კალენდარი

2019 სექტემბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ