ყველა სპორტული სიახლე

კურიოზული შემთხვევა არგენტინაში - "ბოკას" გულშემატკივარი სტადიონის კედელში გაიჭედა (ვიდეო)

არგენტინული საფეხბურთო კლუბის, "ბოკა ხუნიორსის" გულშემატკივარი სტადიონის მეორე სექტორში შეპარვას კედელში არსებული ხვრელიდან ცდილობდა.

30 ოქტომბერს "ბოკამ" ბომბონერაზე "ბელგრანოს" უმასპინძლა. სწორედ აღნიშნულ მატჩზე, კლუბის ერთ-ერთი გულშემატკივარი სტადიონის კედელში გაიჭედა. როგორც არგენტინული კლუბის გულშემატკივრებმა აღნიშნეს, მათ სტადიონის უკეთეს სექტორში გადასვლა და თამაშის ყურება სურდათ, თუმცა მათი ერთ-ერთი თანამზრახველი ხვრელში გაიჭედა.

ცნობისთვის, აღნიშნულ შეხვედრაში "ბოკა ხუნიორსმა" "ბელგრანოს" ანგარიშით 4:0 სძლია.

ფეხბურთი, მსოფლიო

არქივის კალენდარი

2020 იანვარი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ