ყველა სპორტული სიახლე

ქართველი პარაფრენბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრნენ

ქართველი პარაფენბურთელები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ. სპორტსმენებს გამგზავრების წინ წარმატება უსურვა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ევროპის ჩემპიონატი მჯდომარე ფრენბურთში ხორვატიაში, ქალაქ პორეჩში 4-12 ნოემბერს გაიმართება. ევროპის ჩემნპიონატზე 13 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ქართველი მჯდომარე ფრენბურთელები კი ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიასთან, სერბეთთან და უნგრეთთან ითამაშებენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პარაფრენბურთში ევროპის ჩემპიონატზე პირველად მიიღებს მონაწილეობას. მჯდომარე ფრენბურთელთა ეროვნული ნაკრები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებული  ქართველი სამხედროებითაა დაკომპლექტებული. საქართველოს ნაკრებმა პარაფრენბურთში წელს უკვე მიაღწია დიდ წარმატებას, როდესაც კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართული„ძლიერთა თამაშები 2017“-ის (Invictus Games) გამარჯვებული გახდა.

დიღომში მდებარე პარასპორტის განვითრების ცენტრს ქართველი სპორტსმენების  გასაცილებლად ეწვივნენ თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,  მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე.

საქართველოს პარაფრენბურთელთა ნაკრების შეხვედრების განრიგი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე

6 ნოემბერი

საქართველო - ბოსნია
7 ნოემბერი
საქართველო - სერბეთი
8 ნოემბერი
საქართველო - უნგრეთი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვადასხვა, ფრენბურთი, პარასპორტი

არქივის კალენდარი

2019 მაისი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ