ყველა სპორტული სიახლე

ტალახაძის ფენომენალური შედეგი საქართველოს ჩემპიონატში

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში მორიგი რეკორდი დაამყარა.

დუშეთში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამი დააფიქსირა, საკუთარი შედეგი სამი კილოგრამით გააუმჯობესა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე, მიმდინარე წლის 8 აპრილს ტალახაძემ 217 კილოგრამი დასძლია, რაც მსოფლიო რეკორდი გახლდათ.

ატაცში დაფიქსირებული შედეგით ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში შეჯიბრი კი ამ წუთებში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები ლოს ანჯელესში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავება.

სხვადასხვა, ძალოსნობა

არქივის კალენდარი

2019 ოქტომბერი
  • ორ
  • სამ
  • ოთხ
  • ხუთ
  • პარ
  • შა
  • კვ